Tuesday, February 12, 2019

გარე დაკვირვების გაკვეთილი #1


   გაკვეთილის  გეგმა
     N 1
მასწავლებლის სახელი , გვარი  :   გულნარა გუნდაძე
პირადი ნომერი :                               61002010706
საგანი :                                               გეოგრაფია
სწავლებლის საფეხური /კლასი :        X -კლ                                                                                                                                                                                                    მოსწავლეთა  რაოდენობა[1] :                  32                     სსსმ - 0
გაკვეთილის თემა :   მეურნეობის ზოგადი მახასიათებლები
გაკვეთილის მიზანი :   მოსწავლემ უნდა შეძლოს:  მეურნეობის დარგების განლაგების თავისებურებების განსხვავება, მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოთვლა, მსოფლიო მეურნეობის ისტორიული განვითარების და ეკონომიკური განვითარების დონის დახასიათება.
გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :                                                                                                              ესგ სტანდარტი :(  რომელ შედეგზე და ინდიკატორებზე  მიმდინარეობს მუშაობა)
გეო.X.3.  მოსწავლეს შეუძლია ქვეყნების კლასიფიკაციის საფუძველზე გააანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს:
თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულ ქვეყნებს ადარებს მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების (სახასიათო ლანდშაფტები: ტროპიკული ტყეები, არიდული ლანდშაფტები და სხვა) მიხედვით; საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმით;
რუკებსა და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ახასიათებს და ადარებს გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით თითოეულ ჯგუფში გაერთიანებული ქვეყნების მეურნეობის წამყვან დარგებს; მსჯელობს წარმოქმნილ პრობლემებზე და განვითარების პერსპექტივებზე;
ადარებს  რეგიონებს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკის დარგების, მოსახლეობის და განვითარების პერსპექტივების მიხედვით; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ამ ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირებზე;
გამოთქვამს მოსაზრებებს და ჯგუფური მუშაობისას ასაბუთებს სხვადასხვა ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის მოსახლეობის, რესურსებისა და ტრადიციების გონივრული გამოყენების მნიშვნელობას.
გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო  მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან და ა.შ)
     ___გაკვეთილის გეგმაში მოცემულია თუ რის საფუძველზე უნდა აიგოს გაკვეთილი( იგულისხმება წინარე ცოდნა), მოცემული მიზნის შესაბამისობა სტანდარტთან. მიზანი ითვალისწინებს მეურნეობის დარგების განლაგების თავისებურებების განსხვავება, მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოთვლა, მსოფლიო მეურნეობის ისტორიული განვითარების და ეკონომიკური განვითარების დონის დახასიათებას, რაც არის მოცემული  გაკვეთილის თემაში და შეესაბამება სტანდარტს, მაგ. თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულ ქვეყნებს ადარებს მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების (სახასიათო ლანდშაფტები: ტროპიკული ტყეები, არიდული ლანდშაფტები და სხვა) მიხედვით; საკუთარ მოსაზრებებს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმით;
რუკებსა და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ახასიათებს და ადარებს გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით თითოეულ ჯგუფში გაერთიანებული ქვეყნების მეურნეობის წამყვან დარგებს; მსჯელობს წარმოქმნილ პრობლემებზე და განვითარების პერსპექტივებზე;
ადარებს  რეგიონებს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკის დარგების, მოსახლეობის და განვითარების პერსპექტივების მიხედვით; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ამ ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირებზე;
გამოთქვამს მოსაზრებებს და ჯგუფური მუშაობისას ასაბუთებს სხვადასხვა ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის მოსახლეობის, რესურსებისა და ტრადიციების გონივრული გამოყენების მნიშვნელობას.                                                                                                                                                                                       მოსწავლეს  შეუძლია: მეურნეობის დარგების განლაგების თავისებურებების განსხვავება, მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოთვლა, მსოფლიო მეურნეობის ისტორიული განვითარების და ეკინომიკური განვითარების დონის დახასიათება.                                                                                                                                                     თემა რომელსაც განვიხილავთ მოცემულია პირველი სემესტრის თემატურ-კალენდარულ  გეგმაში



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)

45
1
 მოსწავლეთა სწრებადობის შემოწმება, საგაკვეთილო პროცესისათვის მომზადება .  გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების  გაცნობა.

ვესალმები მოსწავლეებს, საკლასო ჟურნალში ვაფიქსირებ თარიღს დაარ “ - ებს . მოსწავლეებს ვაცნობ  გაკვეთილის თემა. ვესაუბრები გაკვეთილის ტიპის შესახებ.  ვახსენებ მათთვის ცნობილ შეფასების რუბრიკებს და ქცევის წესებს, როგორც საერთო საკლასო ისე ჯგუფური მუშაობისათვის.
საუბარი
საერთო-საკლასო
 თვალსაჩინოება,სადაც
წერია გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკა,ჯგუფური მუშაობის წესწბი        
2 წთ
2
გონებრივი იერიშის მეთოდით შესაბამისი ნასწავლი  მასალის გახსენება.
წინარე ცოდნის  და  ჩართულობის გასააქტიურებლად  ვსვამ კითხვებს:
    
1)   ჩამოთვალეთ მეურნეობის დარგები?
2)  რას ნიშნავს სიტყვა ეკონომიკა?           ( სამეურნეო ცხოვრების მნიშვნელობა)
3) რას ეწოდება მატერიალური სფეროს დარგი?
4) რას ეწოდება არამატერიალური სფეროს დარგი?
5) რამდენ ეტაპს  გამოყოფენ საზოგადოების ეკონომიკურ       განვითარებაში?
6)   დღეისათვის საქართველოში რომელი დარგის როლია  
გონებრივი იერიში:                             
საერთო  საკლასო ;  ინდივიდუალური
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, საქართველოს რუკა,ცარცი, დაფა
4 წთ
3
    მოახდინონ  ახალი ინფორმაციის აღქმა და პროცესების საკუთარი სიტყვებით აღწერა.მოსწავლემ  ჯგუფთან ერთად შეძლოს მოძიებული ინფორმაციის გაფილტვრა, დახარისხება და თაბახის ფურცელზე გადატანა.  
ახალი მასალის  გაცნობის მიზნით, გაკვეთილის ტიპიდან გამომდინარე, წინარე ცოდნას ვუკავშირებ გაკვეთილის თემას და რამოდენიმე კითხვა - პასუხის რეჟიმში ვამოწმებ  მათ მზაობას გაკვეთილისათვის. ერთვებიან და პასუხობენ კითხვებს. ინტერაქტიური მინი ლექციისა საშუალებით მოსწავლეებს ვაწვდი ინფორმაციას.ვწერ   დაფაზე  ,,        ’’  ინტერაქტიური სწავლების მეთოდის ცხრილს, რაც ხელს უწყობს მასალის მთლიანობაში გააზრებისათვის.  (დანართი№4) ვიწყებ  ჯგუფებთან მუშაობას. საპრეზენტაციო მასალას ვყოფ ხუთ ნაწილად .  ჯგუფები წინასწარ არის დაკომპლექტებული

I     ჯგუფი       -  მეურნეობის განლაგების  გეოგრაფიული თავისებურებები -  მოსწავლეები მუშაობენ ტექსტზე დ ცდილობენ დაადგინონ   რომელ დარგებზე ახდენს გავლენას ბუნებრივი ფაქტორი და რომელზე საზოგადოებრივი და რატომ.                                                                                                                                                          

II   ჯგუფი       -     მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა - არკვევენ რომელი დარგი ეკუთვნის    მატერიალურ და რომელი არამატერიალურს, ცდილობენ მათჩამოთვლას, დახარისხებას პირველადი, მეორეული და მესამეული დარგებისას.
III  ჯგუფი       -     მსოფლიოს მეურნეობა - მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და სწავლობენ მეურნეობის დარგების ჩამოყალიბების ისტორიას, ცდილობენ გაიგონ ტერმინები შრომის გეოგრაფიული დანაწილება, რამდენ ნაწილად იყოფოდა მსოფლიო მეურნეობა და რით განსხვავდებოდენ ერთმანეთისაგან.

IV   ჯგუფი -     მეცნიერულ ტექნიკური რევოლუცია - მოსწავლეები ადგენენ თუ რა გავლენა მოახდინა მტრ მეურნეობის განვითარებაზე და წარმოების განლაგებაზე

                                                                                                      V  ჯგუფი -     სახელმწიფოთა ტიპები   ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით - მოსწავლეები ტექსტისა და თვალსაჩინოების მიხედვით ადგენენ ქვეყნებს დონეების მიხედვით,  ადარებენ ერთმანეთს ძლიერ და სუსტ ქვეყნებს და ცდილობენ გაარკვიონ მიზეზები.
                                                                                                                                                                                                                                     

მინი- ლექცია.(5-6)
ჯგუფურ

ინტერნეტი(წინასწარ მომზადებული თვალსაჩინოება), მედია, დაფა, ცარცი,სახელმძღვანელო, რუკა, სახელმძღვანელოში მოცემული ნახაზები, რვეული თაბახის ფურცელი.  


























17    წთ
4
  გავიგო როგორ იმუშავეს ჯგუფებში მოსწავლეებმა, მიაღწიეს თუ არა მიზანს,
ჯგუფი ირჩევს პრეზენტატორს,
შევახსენებ  პრეზენტაციის წესებს, შეუძლიათ პრეზენტატორს დაეხმაროს ჯგუფის თითოეულმა წევრმა და 
გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას.  

I   ჯგუფი      -უნდა  ისაუბროს იმაზე,რომ მეურნეობის განლაგებაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: ბუნებრივი და საზოგადოებრივი, რის გამოც ისინი საგრძნობლად განსხვავდებიან განლაგების თავისებურებების მიხედვით,  უნდა დაასახელოს ეს მიზეზები.

 II   ჯგუფი  -  უნდა   შეძლოს   მატერიალურიდა   არამატერიალური, დარგების ჩამოთვლა, დახარისხება, პირველადი, მეორეული და მესამეული დარგებისას.

III  ჯგუფი   - მეურნეობის დარგების ჩამოყალიბების ისტორიას, განმარტავენ  ტერმინებს - შრომის გეოგრაფიული დანაწილება, რამდენ ნაწილად იყოფოდა მსოფლიო მეურნეობა და რით განსხვავდებოდენ ერთმანეთისაგან.

IV   ჯგუფი-  განმარტავენ თუ რა არის მეცნიერულ ტექნიკური რევოლუცია - მოსწავლეები ხსნიან თუ რა გავლენა მოახდინა მტრ მეურნეობის განვითარებაზე და წარმოების განლაგებაზე

V  ჯგუფი  - საუბრობენ  სახელმწიფოთა ტიპებსა   და მათ ეკონომიკურ განვითარებაზე,     ტექსტისა და თვალსაჩინოების მიხედვით ადარებენ  ქვეყნების დონეების მიხედვით,   ადარებენ ერთმანეთს ძლიერ და სუსტ ქვეყნებს და  არკვევენ  განსხვავების მიზეზები.

ვავსებთ  ერთობლივად   ,, ვ  მ ვ   გ ’’ - ს  ცხრილში“რა გავიგე“.  დანართი №
პრეზენტაცია
     ჯგუფური
ინტერნერი,კომპიუტერი, პროექტორი, მედია, დაფა, ცარცი,სახელმძღვანელო, რუკა, სახელმძღვანელოში მოცემული ნახაზები, რვეული, თაბახის ფურცელი.ჩანაწერები რომლითაც უნდა გააკეთონ პრეზენტაცია. ჩემს მიერ შექმნილი თვალსაჩინოება.
17  წთ 
5
მოსწავლე მოახდენს გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი.

სახელმძღვანელოში  ვუთითებ  გვ.  84 § 4.1                                                    პრაქტიკული  დავალება გვ 84 მსოფლიო მეურნეობის დარგობრივი სქემის შექმნა. დანართი №4


უკუკავშირი
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო, საშინაო დავალების რვეული ჩანაწერები.
2  წთ
6
მოსწავლეთათვის წინასწარ ცნობილი და შემუშავებული  შეფასების რუბრიკის გამოყენებით   მოსწავლის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კომენტარებით.

3  წუთის  განმავლობაში  -  მოსწავლეებს ვაფასებ  წინასწარი  შედგენილი  შეფასების  რუბრიკის 
მიხედვით :


  განმსაზღვრელი და განმავითარებელი 
ინდივიდუალური
რუბრიკები:
გაკვეთილზე  მოსწავლის  ჩართულობის  შეფასება 
ჯგუფური   მუშაობის  შეფასება .   დანართი № 1;2
3 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
მოსწავლეს  შეუძლია:                                                                                                                                                                                                                                        მეურნეობის დარგების განლაგების თავისებურებების განსხვავება, მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოთვლა, მსოფლიო მეურნეობის ისტორიული განვითარების და ეკინომიკური განვითარების დონის დახასიათება.

შეფასება : -  მოსწავლე ფასდება გაკვეთილის პროცესში ჩართულობით, ახალი მასალის ათვისების დონით  და გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოების ხარისხით.
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი გაკვეთილზე  მოსწავლეთა  ინდივიდუალური     ჩართულობის    განმსაზღვრელი  და ჯგუფური   მუშაობის  დროს    ჩართულობის   განმავითარებელი   შეფასების    რუბრიკით.  დისკუსიის რუბრიკით,
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის და რუბრიკის კრიტერიუმების მიხედვით. დანართი № 1; 2 ;  
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს  გეგმას)
გაკვეთილზე გამოსაყენებელი თვალსაჩინოება: დანართი № 4
ხელმოწერა :          გულნარა გუნდაძე
თარიღი :           2. 11. 2018 წელი


შეფასების რუბრიკები:
 დანართი     1                       
 გაკვეთილზე  მოსწავლის  ჩართულობის  შეფასება

ქულები
                                             შეფასების         დონეები
1-4




მოსწავლე იშვიათად ერთვება გაკვეთილის პროცესში, ზოგჯერ ხელს უშლის გაკვეთილის მსვლელობას. ავლენს გაკვეთილის პროცესის მიმართ ინდიფერენტულ, ზოგჯერ აგრესიულ დამოკიდებულებას.მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის პროცესში, იშვიათად ავლენს ინიციატივას, მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა არ ვლინდება
5-6



მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის პროცესში, ცდილობს იყოს აქტიური, მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს. მაგ. ბევრს ლაპარაკობს, მოსაუბრეებს აწყვეტინებს სიტყვას, საკუთარი აქტიურობით ცდილობს დაფაროს საკუთარი მოუმზადებლობა, ზოგჯერ პატივს არ სცემს სხვის სამუშაოს და ა.შ.
7-8



აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის პროცესში და ძირითადად ავლენს მომზადებას, პატივს სცემს სხვის  სამუშაოს, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიაში, თუმცა ვერ ავლენს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული ჩავარდნების გამო
9-10



ყოველთვის მზადაა მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის პროცესში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, დისკუსიაში  და პრობლემის გადაჭრაში, ეხმარება და პატივს სცემს ამხანაგებს, კარგად აცნობიერებს საკუთარ როლს კლასში რომელიმე საკითხის განხილვისა და შესწავლის დროს




      დანართი     № 2                  
    ჯგუფური  მუშაობის  შეფასება

კრიტერიუმები

ჯგუფის     მუშაობა     წარუმატებელია
1- 4  ქულა
ჯგუფის     მუშაობა დამაკმაყოფილებელია
5 - 7  ქულა
ჯგუფის    მუშაობა წარმატებულია
8 -10  ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება

სამუშაო არ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო არ იყო განაწილებული
სამუშაო ორგანიზებული  იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს  შორის  არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო თანაბრად გადანაწილდა
ჩართულობა

ჯგუფის ერთ (ორი) წევრი აქტიურობდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა
ჯგუფის  ყველა წევრი აქტიურობდა
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი

კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის  აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის  აზრს
დროის ლიმიტის დაცვა

ვერ ეტევიან  განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ   გადააცდინეს     დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი




სტრატეგიის ფორმა
დანართი     № 3
ვიცი
მინდა ვიცოდე
გავიგე
მატერიალური და არამატერიალური დარგები;

სახელმწიფოთა ტიპები   ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით;                                                                                                                                                                                                                                      
მეორნეობის დასავლური დაყოფა;  
                                            მსოფლიოს მეურნეობის ჩამოყალიბების ისტორია;                                                                                                      
მსოფლიო მეურნეობა  თავისი დარგებით
         

                                                                                                                           



[1] მასწავლებელმა უნდა მიუთითოს , თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე და მოახდინოს შესაბამისი აქტივობის მოდიფიცირება.

No comments:

Post a Comment