Saturday, July 9, 2016

       ტრენინგის რეფლექსია (წერილობითი ანგარიში)                                                                  ღონისძიების დასახელება:                                                                                                              მოდული პირველი- შესავალი ფიზიკური გეოგრაფია.                                                                 ჩატარების ადგილი: მასწავლებელთა სახლი.
  ხანგრძლივობა:  21
  მიზანი და ამოცანები:                                                                                                    სახელმძღვანელოს გაცნობა, აქედან გამომდინარე მეთოდური და საგნობრივი ცოდნის შემოწმება და კოლეგებთან აზრის გაზიარება.                                                                             რეზიუმე :  დაწყების წინ ტრენერმა მოითხოვა შემდეგი: ტელეფონების გათიშვა, დისციპლინა და მოსმენა და ურთიერთ პატივისცემა. შემდეგ ჩაატარა მინი ლექცია ანუ მიმოიხილა სახელმძღვანელო მოკლედ, დასახა მეთოდური და საგნობრივი ღონისძიებები.                                                                                                                                         პირველი აქტივობა: იყო გაკვეთილის გეგმის შედგენა. დეტალურად განვიხილეთ თუ რამდენი მომენტისაგან შესდგება გეგმა და თითოეული მომენტი განვიხილეთ. ეს ჩავატარეთ ჯიგსოს ანუ  ჯგუფური მუშაობის მეთოდით. გეგმა მოიცავს სამ მომენტს. ეს არის 1. გონებრივი იერიში; 2.შინაარსის რეალიზება; 3 რეფლექსია; (გაკვეთილი სამფაზიანი მოდელი).                                                პირველი მომენტი ანუ გონებრივი იერიში იწყება ფრონტალური კითხვებით, რაც ხელს უწყობს გონების მოფხიზლებას,წინარე ცოდნის შემოწმებას და მოტივაციის აღძვრას. თან ვამოწმებთ საშინაო დავალებას.   შემდეგ მინი ლექცია და შინაარსის რეალიზება. ამ დროს ვაძლევთ კლასს დავალებას, ვუნიშნავთ დროს და ვაკონტროლებთ მათ მუშაობას. პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში ვუწევთ დახმარებას.  რეფლექსია ანუ მესამე მომენტი ითვალისწინებს იმ ნაშრომების წარდგენას რომელზეც მოსწავლეებმა იმუშავესშემდეგი ხდება საშინაო დავალების მიცემა და შეფასება. ყველა ეს სამუშაო შევასრულეთ თაბახის დიდ  ფურცლებზე და ჯგუფის ერთმა წევრმა გააკეთა პრეზენტაცია. დანარჩენმა ჯგუფის წევრებმა მოისმინეს და გააკეთეს კომენტარებიძალიანსაინტერესო სამუშაო იყო მადლობა ტრენერს.
მეორე აქტივობა:  გეგმის ერთი მომენტის განხილვა- შინაარსის რეალიზება. განვიხილეთ თემა ბარის ლანდშაფტები: მახასიათებლების,რესურსების, პოტენციალის,ფუნქციების დადგენა.

ჩამოვწერეთ მახასიათებლები: რელიეფი, ჰავა, წყლები,მცენარეები, ცხოველები და ნიადაგები. მახასიათებლების მიხედვით უნდა შევადგინოთ ცხრილი. ცხრილის მიხედვით უნდა გავარკვიოთ რა იყო მსგავსი და განსხვავებული ამ ლანდშაფტში.    რა რესურსები იყო; ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, საშენი მასალები, ტყის, წყლის და მიწის რესურსები.  როგორი იყო ამ ლანშაფტის პოტენციალი; ენერგეტიკული, რეკრეაციული, ბიოლოგიური,ქარის.  და რა ფუნქციები გააჩნდა მას- ნიადაგდამცავი, ქარსაცავი, წყალმომარაგების, რეკრეაციული, საკურორტო, სამკურნალო, ჭაობი როგორც მტკნარი წყლის რესურსი.
მესამე აქტივობა: განვიხილეთ შესაბამისი სტანდარტი გეო.IX.4 და შედეგი რომელზეც უნდა გავიდეთ ბოლოს. ეს მეთოდი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას. კერძოდ: სხვისი აზრის მოსმენის,აზრის გაზიარების, დისკუსიის, სტრუქტურული ცოდნის, ცოდნის სისტემაში მოყვანის, კეთების, თვალსაჩინოების შექმნის და გამოყენების უნარებს.
მეოთხე აქტივობა: ბლუმის ტაქსონომიის დონეების განხილვა.
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შევადგინეთ კითხვები. კითხვებზე უნდა მიგვეწერა რომელი დონის იყო ზედა ანუ ანალიზი, სინთეზი და შეფასება თუ ქვედა დონე ცოდნა, გაგება, გამოყენება. სამუშაო იყო რთული და საინტერესო. ეს აქტივობა მოსწავლეებში ანვითარებს ფიქრის, აზროვნების, დამოუკიდებლობის უნარებს.
მეხუთე აქტივობა:სვოტანალიზი ანუ მეთოდი  რომლითაც ჩვენ ვიხილავთ თემის სუსტ და ძლიერ მხარეებს. შევადგინეთ სქემა, სადაც ჩავწერეთ თემის ძლიერი მხარე ანუ შესაძლებლობა და სუსტი მხარეები ანუ საფრთხე (საშიშროება). ეს მეთოდი განვიხილეთ მოსახლეობის მაგალითზე.
მეექვსე აქტივობა: ტესტური დავალებები გეოგრაფიაში. სულ დავალებად გვქონდა 18 სხვადასხვა ტესტი: დახურულიტესტი, ღია ტესტი, სურათებიდან ინფორმაციის მოსაძიებელი ტესტი, ჩასაწერი და ამოცანების ამოსახსნელი ტესტი. ეს დავალება შევასრულეთ აუდიტორიაში და იგივე ტიპის ტესტი სახლში სამუშაოდ, აგრეთვე გეოლოგიური აგებულება და რელიეფის ფორმების დატანა კონტურულ რუკაზე. დიაგრამების გაკეთება თემაზე - მოსახლეობა. ეს აქტივობა ანვითარებს დამოუკიდებლად მუშაობის, აზროვნების, თვალსაჩინოებაზე მუშაობის, კეთების უნარაბს და ზრდის აგრეთვე მოტივაციას.
მეშვიდე აქტივობა: ტერმინთა განმარტება. მოგვეცა დავალებად ტერმინების ფურცელი სადაც უნდა მიგვეწერა განმარტებები.ეს აქტივობა აკონტროლებს ფაქტობრივ ცოდნას,ზრდის მოტივაციას, ანვითარებს აზროვნებას.
მერვე აქტივობა: შესაბამისობაში მოყვანა და კანონმზომიერებათა ახსნა. მაგალითად ლითოსფეროს ფილები და მთათწარმოშობა. რა კანონმზომიერებაშია ისინი ერთმანეთთან.
ამონარიდი ესგ - დან
) მიმართულება: დრო და სივრცე
.) რუკის ენის გაგება; რუკის, სხვა თვალსაჩინოებების (სქემა, დიაგრამა, ფოტო, ცხრილი, გრაფიკი) და გეოგრაფიული ხელსაწყოების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება;
.) სივრცეში ორიენტაციაჰორიზონტის მხარეები, გრადუსთა ბადე; ადგილის მდება¬რეობის განსაზღვრა;
.) ლეგენდის გამოყენებით სიმბოლოების აღქმა;
.) მასშტაბის აღქმა - მასშტაბის გამოყენებით ადგილის და მანძილების გაზომვა და შედარება, კარ¬ტოგრაფიული პროექციების განსხვავება;
.) რუკებიდან და სხვა თვალსაჩინოებებიდან (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირება გეოგრაფიულ ცოდნასთან და
ამის საფუძველზე ადგილის, მოვლენისა და პროცესების დახასიათება, კანონზომიერე¬ბების დადგენა:
.) რელიეფის, ჰიდროსფეროს ( შიგა წყლების და მსოფლიო ოკეანის), ატმოსფერული მოვლენების, ბუნებრივი რესურსების, განსახლებების, მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლების, სოციალური და ეკონომიკური სისტემების, სატრანსპორტო სისტემის შესახებ ინფორ¬მაციის მოძიება-ანალიზი;
თვალსაჩინოებების თემატური ანალოგების შედგენა.

ღონისძიებების მნიშვნელოვნების დასაბუთება:
1.ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყოსვოტანალიზის აქტივობა. ამ აქტივობით არ მიმუშავია და ჩემთვის იყო უცხო და ამავე დროს საინტერესოც.
2. საინტერესოიყო ჯგუფური მუშაობა. ჩვენ ასე მოსწავლეებს ვამუშავებთ მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე შევამოწმეთ ეს აქტივობა. აგრეთვე კოლეგებთან აზრის გაზიარება და მათი გამოცდილების გაზიარება.
3. მე ყველა აქტივობას ვიყენებდი, მაგრამ მაინც საინტერესო იყო რადგან ეს განმტკიცდა ჩემში. მხოლოდ ერთი აქტივობა იყოსვოტანალიზი რომელსაც არ ვიყენებდი. ტრენინგის შემდეგ ამასაც გამოვიყენებ. მაგალითად მეურნეობის დარგების შესწავლის დროს გამოიყენება როგორც შესანშნავი აქტივობა. ჩამოვაყალიბებ დარგების ძლიერ მხარეს და რა შესაძლობებია მოსალოდნელი მათი განვითარებით გავანალიზებ. რა არის მისი სუსტი მხარე და რა საშიშროებაა მოსალოდნელი მისი განვითარებით.
4. მოვუყვები ტრენინგის შესახებ და მათთან ერთად გავაანალიზებ ყველა აქტივობებს.
                                             გულნარა გუნდაძე    26.10.14.წელი

No comments:

Post a Comment