Thursday, September 10, 2015

როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა გეოგრაფიის გაკვეთილზე

კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება.გეოგრააფის გაკვეთილზე ძირითადად ვეყრდნობით გამოყენებით კვლევას, რომელსაც მიეკუთვნება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. სახელმძღვანელოებში ხშირად მოცემულია სურათები,ნახატები, ცხრილები, სქემები, დიაგრამები თვალსაჩინოების სახით და პროგრამა ითხოვს მის გაანალიზება-შესწავლას, გამოკვლევას. როდესაც მოსწავლე აწყდება პრობლემას ტექსტის დამუშავების დროს (გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი) მას უჩნდება კითხვები და საჭიროა ამ პრობლემური საკითხების გადაწყვეტა კვლევის საშუალებით. თვალსაჩინოების (სურათები,ნახატები, ცხრილები, სქემები, დიაგრამები, გრაფიკების და სხვა) დამუშავების დროს ვადგენთ პატარა ესსე-ს კვლევის შედეგად, მონაცემების მიხედვით ვადგენთ ცხრილებს, სქემებს, დიაგრამებს, ვადგენთ ამოცანებს. ყოველივე ეს კეთდება მოსწავლეების მიერ, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას. ყველა კლასში განხილულია თემა მოსახლეობა, ამიტომ მაგალითისათვის განვიხილავ ამ თემას,თუ როგორ ხდება მსოფლიოს მოსახლეობის განხილვა-შესწავლა გაკვეთილზე კვლევის მეთოდის დახმარებით. მეთოდი და პროცესის მოკლე აღწერა: მეთოდი: პედაგოგიური კვლევა(თვალსაჩინოებებზე მოცემული ინფორმაციების მოძიება, შედარება, ანალიზი, ჩანაწერების გაკეთება.) გაკვეთილის თემა: მსოფლიოს მოსახლეობა. გაკვეთილის მიზანი: სურათების, ნახაზების,ცხრილების, სქემების, დიაგრამების გამოყენების დასწავლა, მათი საშუალებით ინფორმაციის მოძიება და ჩანაწერების გაკეთება,შედარება-გაანალიზების გაკეთება-ცოდნა, მსოფლიო მოსახლეობაზე. სტანდარტთან კავშირი: მიმართულება: გეოგრაფიული კვლევა. გაკვეთილის ტიპი: სამფაზიანი მოდელი A-ფაზა აქტივობა #1 გონებრივი იერიში ვსვამ კითხვებს, იმის გასარკვად რა იციან ამ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებმა და ვამაღლებ მოტივაციას. აქტივობა#2 მინი ლექცია. 5-6 წუთს ვსაუბრობ იმ საკითხებზე, რომელზეც, მოსწავლეებმა გონებრივი იერიშის დროს ვერ უპასუხეს და რომლებიც მათთვის გაუგებარი იყო. B-ფაზა -შინაარსის რეალიზება აქტივობა #3 ვაძლევ მოსწავლეებს ტექსტზე სამუშაოს ინდივიდუალურდ.ვაკეთებ რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა იმუშაონ ცხრილებზე,სურათებზე, დიაგრამებზე, სქემებზე, ნახაზებზე,პირამიდებზე და როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაცია, როგორ უნდა გააკეთონ ჩანაწერები. აქტივობა #4 ვყოფ 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განსზვავებულ სამუშაოს და ვთხოვ მოძიებული ინფორმაციის შედარება-გაანალიზება. 1-ლი ჯგუფი: მუშაობს ტექსტში მოცემულ ნახაზებზე. მიღებული ინფორმაციით აკეთებს ჩანაწერს. მაგალითისათვის ჩავატაროთ მე-8 კლასის სახელმძღვანელოში მოცემული ნახაზის - მსოფლიო მოსახლეობა ქვეყნების მიხედვით- კვლევა.მოსწავლეები ამ ნახაზის საშუალებით იგებენ მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს მოსახლეობის მიხედვი და ამას არკვევენ ფერების მიხედვით, ჩამოწერენ პირველი ათეულის ქვეყნებს,შემდეგ მეორე და მესამე ათეულის ქვეყნებს (ასე მეორდება მუშაობა სხვა დანარჩენ ნახაზებზეც). ხდება ჩანაწერების შეჯამება-გაანალიზება. ამ თემიდან გამომგინარე შესაძლებელია სახალისო ამოცანის შედგანა და ამოხსნა ამოცანა: რას უდრის X ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვე, თუ მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5 მილიონს, ხოლო ფართობი 28000 კვ.კმ-ს? ამოხსნა: 5 000 000 :28 000 =178,6 პასუხი: X ქვეყნის მოსახლეობა = 178,6 ამ შემთხვევაში მოსწავლე იყენებს მათემატიკური იგამოთვლის მეთოდს. მე-2 ჯგუფი: მუშაობს ცხრილებზე და გრაფიკებზე მაგალითისათვის განვიხილოთ სახელმძღვანელოში მოცემული ცხრილთ და გრაფიკით მოსახლეობის რაოდენობა და ენების გავრცელება ქვეყნების მიხედვით-განხილვა. მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს მოსახლეობის რაოდენობა, სახელმწიფო ენების გავრცელება,იმიგრანტაბისა და ემიგრანტების რაოდენობა ცალკეული ქვეყნის მიხედვით. ამ თემიდან გამომგინარე შესაძლებელია სახალისო ამოცანის შედგანა და ამოხსნა ამოცანა: რამდენით გაიზარდა ან შემცირდა X ქვეყნის მოსახლეობა, თუ ერთი წლის განმავლობაში ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 37000, ხოლო იმიგრანტების 28000 კაცი? ამოხსნა: 37 000 – 28000 = 9000. პასუხი: X ქვეყნის მოსახლეობა 9000-ით შემცირდა. მე-3 ჯგუფი: მუშაობს სქემებზე და დიაგრამებზე. მაგალითისათვის განვიხილოთ სახელმძღვანელოში მოცემული-რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური ერთობა-სქემა,დიაგრამასადაც ჩანს რამდენია მსოფლიოს ძირითადი რელიგია, ეროვნული რელიგია, ძირითადი რასები ეთნოსები. აკეთებენ ჩანაწერებს, აანალიზებენ. მე-4 ჯგუფი: მუშაობს სურათებზე და პირამიდებზე. მაგალითისათვის სქესობრივ ასაკობრი პირამიდა. ამ პირამიდიდან მოსწავლეს შეუძლია მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება კვლევის ჩატარების შედეგად. ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის მატება-კლების შესახებ,ქალებისა და მამაკაცების რაოდენობის შესახებ, სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ. სურათების საშუალებით შეუძლია დაადგინოს, გაარკვიოს რასები, თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნის ის, ქვერასები და შერეული რასები. მოძიებულ ინფორმაციაზე შეადგინოს ესე ანუ პატარა მოთხრობა. ამ თემიდან გამომგინარე შესაძლებელია სახალისო ამოცანის შედგანა და ამოხსნა. ამოცანა: რას უდრის ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებელი სამხრეთ-დასავლეთი აზიიზ ქვეყნებში, თუ შობადობის კოეფიციენტმა შეადგინა76%, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 17% ? ამოხსნა: 76 – 17 = 59 პასუხი: ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებელი სამხრეთ-დასავლეთი აზიიზ ქვეყნებში. C-ფაზა - პრეზენტაცია მოცემული აქტივობებით მიღებული ინფორმაცია წარმოადგინონ უნდა წეროლობითი სახით. სხვადასხვა ჯგუფის ჩანაწერების მიხედვით მოხდება მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება, შედარება- შეჯამება. მოხსენებას თან ახლავს სლაიდ-შოუ, 20 სლაიდის რაოდენობით. შედეგი: მიღწეულია თუ მოსწავლეს შეუძლია მოცემული აქტივობების (სურათების, ნახაზების,ცხრილების,დიაგრამების პირამიდების,სქემების) გამოყენების საშუალებით კვლევის ჩატარება. მოსწავლეს შეუძლია ცალკეული თვალსაჩინოების წაკითხვა, შედარება- გაანალიზება. როდესაც ხდება ნახაზზე მუშაობით კვლევის ჩატარება - (მოცემულ მაგალითში) მოსწავლე იკვლევს მსოფლიო მოსახლეობის პირველი,მეორე და მესამე ათეულის ქვეყნებს, აჯგუფებას, ანსხვავებს მას ფერების მიხედვით. აკეთებს ჩანაწერება, შეუძლია მისი შედარება გაანალიზება, მათემატიკური მეთოდის გამოყენებით ამოცანის ამოხსნა მოსწავლეს შეუძლია ცხრილების წაკითხვა, ინფორმაციის მოძიება, მოსახლეობის რაოდენობის , ენების გავრცელების , ემიგრანტებისა და იმიგრანტების დადგენა ცალკეული ქვეყნების მიხედვით. თემიდან გამომდინარე ხსნის ამოცანას. მოსწავლეს შეუძლია სქემებზე და დიაგრამებზე მუშაობა. რასობრივი,ეთნიკური და რელიგიური მონაცემების წაკითხვა,ჩანაწერის გაკეთება და შედარება გაანალიზება. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა პირამიდებზე,მისი აღწერა.ინფორმაციის მოძიება, ადგენს ქვეყნების მიხედვით სქესისა და ასაკის რაოდენობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას. სურათების საშუალებით რასების, ქვერასების და შერეული რასების დადგენა. შეუძლია თემასთან კავშირში ამოცანის ამოხსნა. დასკვნა: მეთოდი -პედაგოგიური კვლევა გეოგრაფიის გაკვეთილზე- მეტად აქტუალურია. ის ტარდება სახელმძღვანელოში არსებული თვალსაჩინოების საფუძველზე, რაც საინტეროს ხდის გაკვეთილს. მოსწავლეებს მოსწონთ როცა თვითონ, მასწავლებლისაგან დამოუკიგებლად არკვევენ და მოიძიებენ ინფორმაცია, აკეთებენ ჩანაწერწბს და ეერთმანეთს უზიარებან თავიანთ ნააზრევს. ეს ზრდის მოტივაცია და ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას. გრძნობენ რომ თვითონ აკეთებენ და ქმნიან რაღაცას და ეს კიდევ უფრო საინტეროსოს ხდის სამუსაოს. ეს ძირითადად ხდება ახალი მასალი ათვისების დროს. ეს მეთოდი მოსწავლეებს აჩვევს დამოუკიდებლობას, უვითარებს აზროვნებას, ფიქრის ხელოვნებას, თვითგანვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, ცოდნის სისტემაში მოყვანისა და წერის უნარს, მხედველობითი აღქმის უნარს, ინტერპრეტაციის უნარს.                                     გამოყენებული ლიტერატურა:                                                                                                            1. ნ.ელიზბარაშვილი, ზ. დავითაშვილი - სასკოლო გრიფირებული სახელმძღვანელოები. 2012 წ. 2. გიოგი გოგსაძე - მოსახლეობის გეოგრაფია(სახელმძღვანელო). გამომცემლობა - „საარი“. თბილისი.                                                                                                                              2008 წ. 3. ანა ყატაშვილი - ერიაშვილი გეოგრაფია ტესტები და ცნობარი. გამომცემლობა „კლიო“. 2011 წ.                                                                                                                                         4. ინტერნეტი ვიკიპედია.                                                                                                                     5. ინტერნეტი - სქემების შექმნა. https://drive.google.com/drive/my-drive

No comments:

Post a Comment