Saturday, July 9, 2016

ტრენინგის რეფლექსია 1

ტრენინგის რეფლექსია (წერილობითი ანგარიში)
ღონისძიების დასახელება:  მოდული მესამე - საქართველოს  გეოგრაფია.
ჩატარების ადგილი:  მასწავლებელთა სახლი.
ხანგრძლივობა: 19 საათი
მიზანი და ამოცანები: სახელმძღვანელოს გაცნობა, აქედან გამომდინარე მეთოდური და საგნობრივი ცოდნის შემოწმება და კოლეგებთან აზრის გაზიარება.
რეზიუმე:  ტრენინგის დაწყების წინ ტრენერმა მოითხოვა შემდეგი: ტელეფონების გათიშვა, დისციპლინა და მოსმენა და ურთიერთ პატივისცემა. შემდეგ ჩაატარა მინი ლექცია ანუ მიმოიხილა სახელმძღვანელო მოკლედ, დასახა მეთოდური და საგნობრივი ღონისძიებები.

პირველი აქტივობა იყო გაკვეთილის გეგმის შედგენა. დეტალურად განვიხილეთ თუ რამდენი მომენტისაგან შესდგება გეგმა და თითოეული მომენტი განვიხილეთ. ეს ჩავატარეთ ჯიგსოს ანუ  ჯგუფური მუშაობის მეთოდით. გეგმა მოიცავს სამ მომენტს. ეს არის 1. გონებრივი იერიში; 2.შინაარსის რეალიზება; 3 რეფლექსია; (გაკვეთილი სამფაზიანი მოდელი).                                                                                                                  პირველი მომენტი ანუ გონებრივი იერიში იწყება ფრონტალური კითხვებით, რაც ხელს უწყობს გონების მოფხიზლებას,წინარე ცოდნის შემოწმებას და მოტივაციის აღძვრას. თან ვამოწმებთ საშინაო დავალებას.  შემდეგ მინი ლექცია და შინაარსის რეალიზება. ამ დროს ვაძლევთ კლასს დავალებას, ვუნიშნავთ დროს და ვაკონტროლებთ მათ მუშაობას. პრობლემის  წამოჭრისშემთხვევაში ვუწევდახმარებას.                                                                 რეფლექსია ანუ მესამე მომენტი ითვალისწინებს იმ ნაშრომების წარდგენას რომელზეც მოსწავლეებმა იმუშავესშემდეგი ხდება საშინაო დავალების მიცემა და შეფასება. ყველა ეს სამუშაო შევასრულეთ თაბახის დიდ  ფურცლებზე და ჯგუფის ერთმა წევრმა გააკეთა პრეზენტაცია. დანარჩენმა ჯგუფის წევრებმა მოისმინეს და გააკეთეს კომენტარებებიძალიან საინტერესო სამუშაო იყო მადლობა ტრენერს.
მეორე აქტივობა:  გეგმის ერთი მომენტის განხილვა- შინაარსის რეალიზება. განვიხილეთ საქართველოს ჰავა. მახასიათებლების დადგენა.
ჩამოვწერეთ მახასიათებლები:ჰაერის მასები, ტემპერატურები, ქარები, ნალექები მახასიათებლების მიხედვით უნდა შევადგინოთ ცხრილი. ცხრილის მიხედვით უნდა გავარკვიოთ რა იყო მსგავსი და რა განსხვავებული.   ანუ გამოვიყენეთ შედარების მეთოდი.                                                                                                                                                  მესამე აქტივობა: განვიხილეთ შესაბამისი სტანდარტი გეო.IX.4 და შედეგი რომელზეც უნდა გავიდეთ ბოლოს. ეს მეთოდი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას. კერძოდ: სხვისი აზრის მოსმენის,აზრის გაზიარების, დისკუსიის, სტრუქტურული ცოდნის, ცოდნის სისტემაში მოყვანის, კეთების, თვალსაჩინოების შექმნის და გამოყენების უნარებს.
მეოთხე აქტივობა: ბლუმის ტაქსონომიის დონეების განხილვა.
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შევადგინეთ კითხვები. კითხვებზე უნდა მიგვეწერა რომელი დონის იყო ზედა ანუ ანალიზი, სინთეზი და შეფასება თუ ქვედა დონე ცოდნა, გაგება, გამოყენება. სამუშაო იყო რთული და საინტერესო. ეს აქტივობა მოსწავლეებში ანვითარებს ფიქრის, აზროვნების, დამოუკიდებლობის უნარებს.
მეხუთე აქტივობა:სვოტანალიზი ანუ მეთოდი  რომლითაც ჩვენ ვიხილავთ თემის სუსტ და ძლიერ მხარეებს. შევადგინეთ სქემა, სადაც ჩავწერეთ თემის ძლიერი მხარე ანუ შესაძლებლობა და სუსტი მხარეები ანუ საფრთხე (საშიშროება). ეს მეთოდი განვიხილეთ მოსახლეობის მაგალითზე.
მეექვსე აქტივობა: ტესტური დავალებები გეოგრაფიაში. სულ დავალებად გვქონდა 18 სხვადასხვა ტესტი: დახურულიტესტი, ღია ტესტი, სურათებიდან ინფორმაციის მოსაძიებელი ტესტი, ჩასაწერი და ამოცანების ამოსახსნელი ტესტი. ეს დავალება შევასრულეთ აუდიტორიაში და იგივე ტიპის ტესტი სახლში სამუშაოდ, აგრეთვე გეოლოგიური აგებულება და რელიეფის ფორმების დატანა კონტურულ რუკაზე. დიაგრამების გაკეთება თემაზე - მოსახლეობა. ეს აქტივობა ანვითარებს დამოუკიდებლად მუშაობის, აზროვნების, თვალსაჩინოებაზე მუშაობის, კეთების უნარაბს და ზრდის აგრეთვე მოტივაციას.
მეშვიდე აქტივობა: ტერმინთა განმარტება. მოგვეცა დავალებად ტერმინების ფურცელი სადაც უნდა მიგვეწერა განმარტებები.ეს აქტივობა აკონტროლებს ფაქტობრივ ცოდნას,ზრდის მოტივაციას, ანვითარებს აზროვნებას.
მერვე აქტივობა: შესაბამისობაში მოყვანა და კანონმზომიერებათა ახსნა. მაგალითად მთები და მათი მწვერვალები. მდინარეები და მათი წყალგამყოფები.                                       ღონისძიებების მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ამ0ნარიდი ესგ-დან
) მიმართულება: გეოგრაფიული ინტერპრეტაცია                                                                                      .) გეოგრაფიული ტერმინებისა და ცნებების ადეკვატური გამოყენება;
.) გეოგრაფიული ფაქტების მოსაზრებისგან განსხვავება;
.) გავრცელებული გეოგრაფიული სტერეოტიპების კონტრარგუმენტაცია;
.) გეოგრაფიული ინფორმაციის საფუძველზე პროგნოზების გაკეთება და მოდელების შექმნა (გეოგრაფიულ კონტექსტში);
.) სხვადასხვა ფორმატში (წერითი, ზეპირი, ვიზუალური) წარმოდგენილი ინფორმაციის გააზ-რება და აღქმად ფორმატში წარმოჩენა.
1.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა აქტივობა.                                                                                    2. საინტერესოიყო ჯგუფური მუშაობა. ჩვენ ასე მოსწავლეებს ვამუშავებთ მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე შევამოწმეთ ეს აქტივობა. აგრეთვე კოლეგებთან აზრის გაზიარება და მგ) მიმართულება: გეოგრაფიული ინტერპრეტაცია                                                                                      .) გეოგრაფიული ტერმინებისა და ცნებების ადეკვატური გამოყენება;
.) გეოგრაფიული ფაქტების მოსაზრებისგან განსხვავება;
.) გავრცელებული გეოგრაფიული სტერეოტიპების კონტრარგუმენტაცია;
.) გეოგრაფიული ინფორმაციის საფუძველზე პროგნოზების გაკეთება და მოდელების შექმნა (გეოგრაფიულ კონტექსტში);
.) სხვადასხვა ფორმატში (წერითი, ზეპირი, ვიზუალური) წარმოდგენილი ინფორმაციის გააზ-რება და აღქმად ფორმატში წარმოჩენა. ათი გამოცდილების გაზიარება.




                                                                   გულნარა გუნდაძე
                                                                          26.10.14.წელი



No comments:

Post a Comment