Monday, November 7, 2016

ინტეგრირებული გაკვეთილი



                ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიაში 
                     (ისტორიასთან და მათემატიკასთან )  
კლასი:   Ι X                                                                                                                                                        
საგანი:  გეოგრაფია                                                                                                                     
          მასწავლებელი:    გ. გუნდაძე                                                                                                              გაკვეთილის ტიპი:   ინტეგრირებული                                                                          

          გაკვეთილის   თემა:   კახეთის რეგიონი
       
        გაკვეთილის საწავლო მიზანი:   მოსწავლემ შეძლოს რეგიონის გეოგრაფიული                      დახასიათება,მოსახლეობისა და მეურნეობის აღწერა, ისტორიულ-გეოგრაფიული                ძეგლების აღწერა, მარტივი მათემატიკური გამოთვლების ჩატარება.  
რესურსები:  გეოგრაფიის სახელმძღვანელო,  რვეულები, პასტები, ატლასები, საქართველოს ფიზიკური და ადმინისტრაციული რუკა, ფოტო ,ფორმატები, დაფა, ცარცი.

კავშირი სტანდარტთან:   
 მიმართულება: დრო და სივრცე
გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა  თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.

მიმართულება: კულტურა და რელიგია
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
მათ. IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.

საორგანიზაციო მომენტი:   3 წთ
გონებრივი იერიში:   2 -5  წთ
აქტივობა - Ι
წერილობითი დავალების შემოწმება (წაკითხვა, ჩასწორება) 
აქტივობა - ΙI
საკვანძო კითხვებით კლასის ზოგადი ცოდნის დონის შემოწმება, შიგა და გარე  მოტივაციის ამაღლება
აქტივობა - ΙIΙ
მსწავლეთა გამოძახება და შეფასება (მეორე აქტივობის შეფასების ჩათვლით) 10-წთ
აქტივობა - ΙV
კლასის  ჩართულობის  მიზნით  მოსწავლეთა პრეზენტაციები -  ისტორიულ-გეოგრაფიული ძეგლების დახასიათება  თვალსაჩინოების გამოყენებით. 5 წთ
აქტივობა - V

შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი
აქტივობა - VΙ

მარტივი მათემატიკური გამოთვლები, ამოცანების შედგენა, ამოხსნა 3 წთ
ამოცანა №1  მოსახლეობის სიმჭიდროვის გამოანგარიშება;
ამოცანა №1 მდინარის ვარდნის გამოანგარიასება
აქტივობა - VΙI

შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი
აქტივობა - VΙIΙ

მინი ლექცია - თემაზე:  ქვემო  ქართლი( ზოგადი მიმოხილვა)
ქვემო ქართლის რეგიონი  10 წთ
აქტივობა - IX
საშინაო დავალების მიცემა. 2-წთ
აქტივობა - X
ახალი დავალების საკონტროლო კითხვები
●რას უდრის ქვემო ქართლის ფართობი და მოსახლეობა;
●ჩამოთვალეთ რელიეფის ფორმები;
●ჩამოთვალეთ მდინარეები ;
●დაასახელეთ ძირითადი მუნიციპალიტეტები;
აქტივობა - XΙ
გვ. 223 და 224 დავალების შესრულება 5 წთ

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას;
ფოტოების მიხედვით აანალიზებს საქართველოს პეიზაჟებს;
საკვლევი მიზნის გათვალისწინებით მოიძიებს და საჭიროებისამებრ იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს;
ერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა თემატური რუკის შეჯერების საფუძველზე ატარებს კომპლექსურ ანალიზს (მაგ. ფიზ.გეოგრაფიული, მოსახლეობის, სოფლის-მეურნეობის სპეციალიზაციის რუკები);
ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
ხსნის სხვა სასწავლო დისციპლინებიდან მომდინარე გამოთვლებთან დაკავშირებულ ამოცანებს.

უნარები:
სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება
ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
 მოსწავლეები სწავლობენ ერთი თემის მეორესთან დაკავშირებას, ერთი სასწავლო საგნისა - მეორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.

No comments:

Post a Comment