
კლასი: VIII - დ კლასი
საგანი: გეოგრაფია
მასწავლებელი: გ. გუნდაძე
გაკვეთილის ტიპი: შემაჯამებელი გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა: მოსახლეობა (მოსახლეობის რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა, ტერიტორიული განაწილება,სიმჭიდროვე და განსახლების ფორმები, ურბანიზაცია და ქალაქების გეოგრაფია), ეკონომიკა.
მიზანი: ცოდნის სისტემაში მოყვანა. შედარებისა და დასკვნების გაკეთება საქართველოსთან მიმართებაში.
სტანდარტი: მიმართულება: დრო და სივრცე გეო. VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი. გეო. VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ტრანსპორტის განვითარებაზე უძველესი დროიდან დღემდე. გეო. VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის როლზე ეკონომიკის განვითარებაში. მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები. საორგანიზაციო მომენტის შემდეგ ვიწყებთ აქტივობებს:
აქტივობა - I: მოსწავლეთა მიერ შექმნილი სქემების და წიგნში არსებული ნახაზების გამოყენებით მოსახლეობის რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურის პრეზენტაცია. ( მოსწავლეთა ჯგუფი 3 მოსწავლე)ნახ. 3.4.3 , ნახ. 3.4.6 .
აქტივობა - II მოსახლეობის სიმჭიდროვის ნახაზის 3.5.3. -ის მიხედვით ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება.
აქტივობა - III ურბანიზაცია და ქალაქების გეოგრაფია ნხ. 3.6.1. -ის მიხედვით
აქტივობა - IV ეკონომიკის სტრუქტურა . მოსწავლეების მიერ შექმნილი სქემის მიხედვით ეკონომიკის სტრუქტურის პრეზენტაცია. საზოგადოების ეკონომიკის განვითარების ეტაპები, მსოფლიოს მეურნეობა. ნახ.4.1.3.
აქტივობა - V სოფლის მეურნეობის დარგობრივი სრუქტურის ჩამოყალიბება სქემების მიხედვით და ძირითადი ტერმინების განმარტება.
აქტივობა - VI მრეწველობის პრეზენტაცია სქემის საშუალებით და კარტოგრაფიული ანამორფოზა - მსოფლიოში ჰიდროელექტროენერგიის წარმოების შესახებ - მაღალი და დაბალი დონის 5-5 -თი ქვეყნის ჩამოთვლა , ჩვენება რუკაზე.
აქტივობა - VII ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის პრეზენტაცია სქემის მიხედვით და ნახ.4.4.5.-ის მიხედვით ესსე- ს დაწერა.
აქტივობა - VIII ვაჭრობისა და მომსახურეობის სფეროს პრეზენტაცია მათ მიერ შექმნილი სქემის მიხედვით. აქტივობა - IX ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის პრეზენტაცია მათ მიერ შექმნილი სქემის მიხედვით.
აქტივობა - X საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების პრეზენტაცია სვეტოვანი და წრიული დიაგრამის ნახ: 4.7.2. ისა და 4.5.7. -ის მიხედვით.
აქტივობა - XI მდგრადი განვითარების პრეზენტაცია ნახ: 4.8.1. -ის მიხედვით. აქტივობა - XII ეკონომიკური განვითარების დონე - ეშპ და ეეპ, ჰუმანური განვითარების ინდექსი.
ყოველი აქტივობის შემდეგ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. უნარები რომელიც უნდა ჩამოუყალიბდეს ამ გაკვეთილის ჩატარების შემდეგ. შედეგი:

No comments:
Post a Comment