Friday, November 9, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილზე სხვადასხვა მეთოდების (სწავლების ორგანიზაციის ფორმა-ჯგუფური მუშაობა, საკლასო დისკუსია, სტრატეგია ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე) გამოყენებით


https://drive.google.com/open?id=1 
CKsgPWXK1EfpvwsZ2YDW8fWBWvSafWy1


  . ბათუმის #9 საჯარო სკოლის გეოგრაფიის   მასწავლებლის გულნარა გუნდაძის   რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ.

2018 წლის 20 ივნისს . ბათუმის #9 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრების და დირექციის წარმომადგენლების თანდასწრებით წარვადგინე კვლევის ანგარიში თემაზე:   როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილზე სხვადასხვა მეთოდების  (სწავლების ორგანიზაციის ფორმა - ჯგუფური მუშაობა, სტრატეგია - საკლასო დისკუსია, ვიცი, მინდა ვიცოდე გავიგე)   გამოყენებით.                                                                                                                        ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის ირგვლივ მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია კოლეგებს, კათედრის წევრებს, ვთვლი,  რომ აღნიშნული კვლევისგან სარგებელს მიიღებენ მოსწავლეებიც, პირადად მეც და სხვა მასწავლებლებიც. კერძოდ, მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა მეთოდების  (სწავლების ორგანიზაციის ფორმა - ჯგუფური მუშაობა, სტრატეგია - საკლასო დისკუსია, ვიცი, მინდა ვიცოდე გავიგე)   გამოყენებით გამოიმუშაონ სხვადასხვა ( ფიქრის, კითხვის თანამშრომლობის, დამოუკიდებელი აზროვნების, კეთების) უნარები რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვებათ და აიმაღლებენ ცოდნის დონეს .                                                                                                                                     პრაქტიკის კვლევა საკმაოდ აქტუალურია მოსწავლეთა ჩართულობისათვის გაკვეთილზე,გამოიწვია მოსწავლეთა, კოლეგების და მშობლების გამოხმაურება, რაც დიდ წარმატებას მოუტანს ყველას.  პრეზენტაციის დროს კოლეგებმა გამოთქვეს აზრი კვლევასთან დაკავშირებით.  აღნიშნეს საკვლევი საკითხის აქტუალობა და მნიშვნელობა, მისი გამოყენების პერსპექტივა და საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე მორგების შესაძლებლობა.
გთავაზობთ შეფასების ჯგუფის წევრის . იმედაიშვილის  უკუკავშირს: „პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია თანამედროვე მეთოდოლოგიაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ის სიახლის ძიებაშია. წინამდებარე ნაშრომი ეხება როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილზე სხვადასხვა მეთოდების  (სწავლების ორგანიზაციის ფორმა - ჯგუფური მუშაობა, სტრატეგია - საკლასო დისკუსია, ვიცი, მინდა ვიცოდე გავიგე)   გამოყენებით.                                                                                                                      ასევე გთავაზობთ საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრის მზია პაპავას უკუკავშირს: „კვლევის საკითხი ნამდვილად პრობლემურია, მასწავლებელს კარგად აქვს მიგნებული კვლევის მეთოდები  და ინტერვენციები, კვლევის სტრუქტურა, დასკვნა და ბიბლიოგრაფია, ვფიქრობ,  კვლევა უფრო საინტერესო იქნებოდა კოლეგებისთვის, თუ მკვლევარი მასწავლებელი მონაცემთა შეგროვების და ანალიზის დროს კოლეგებს დაეკითხებოდა, დგანან თუ არა ისინი მსგავსი პრობლემის წინაშე, შესაბამისად მათ პრაქტიკასაც  გაითვალისწინებდა, აქედან გამომდინარე  პრობლემა უფრო ზოგადი და თვალშისაცემი იქნებოდა, საერთო პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა კი უფრო დააინტერესებდა კოლეგებს საკვლევი საკითხის მიმართ. ვფიქრობ ეს  კვლევის შედეგების გაზიარების ყველაზე საინტერესო გზა იქნებოდა.“